Untitled Document 

ფაკულტეტის სიახლეები

2010 წლის 16-17 აპრილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ,,ინოვაციები ბიზნესში’’ (პრობლემები, პერსპექტივები, გამოწვევები)..
შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე. იხილეთ ფაკულტეტის საინფორმაციო სლაიდშოუ


05 ივნისი 2010 წელი
საერთაშორისო კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და ტრაბზონის შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდება I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. მასში საქართველოს, თურქეთის, გერმანიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების პროფესორები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ბიზნესმენები მონაწილეობენ. კონფერენცია რსუ-ს ბიზნესის სკოლის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. ...სრულად »

04 ივნისი 2010 წელი
პროექტის ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და დაკითხვის ის წესები გააცნეს, რომლებიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევა. ამავე პროექტის მხარდაჭერით, წარჩინებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ 13 ივნისს, ბათუმის რაიონულ სასამართლოში დაგეგმილ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

27 მაისი 2010 წელი
ფაკულტეტის ფოტო-ვიდეო სტუდიისა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით 24-26 მაისს თბილისის სამედიცინო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: “აჭარის ქრისტიანული ძეგლები”. მოხსენებებთან ერთად ნაჩვენები იყო ფოტო-ვიდეო სტუდიის მიერ შექმნილი სამი სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმი: “ხიხანი”, “აიდიო”, “მერისი”...სრულად »

    

14 მაისი 2010 წელი
10-14 მაისს ნიუიორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მიტჩელ სტეპლერმა ჟურნალისტკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელებს და სტუდენტებს ბეჭდურ და სამაუწყებლო ჟურნალისტიკაში, ასევე ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხების ზოგადად ჟურნალისტიკის სფეროში ლექციები ჩაუტარა...სრულად »

    

08 მაისი 2010 წელი
2010 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის (ხელმძღ. პროფ. მალხაზ მაცაბერიძე) და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამული მიმართულების (ხელმძ. ასოც. პროფ. ირაკლი მანველიძე) მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,ბრძოლა ბათუმისათვის”. მასში მონაწილებოდნენ: Oმ. მაცაბერიძე, ო. ჯანელიძე, ირ. მანველიძე, კ. სურგულაძე, რ. დიასამიძე, ჯ. კარალიძე. ო. გოგოლიშვილი, ნ. ზოსიძე....სრულად »

        

29 აპრილი 2010 წელი
ჩატარდა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესი.ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პროცესის მონაწილე მხარეები – მეორე და მესამე კურსის სტუდენტები, გაიმარჯვეს მესამე კურსელებმა.

    

17 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 16-17 აპრილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ორგანიზებით (ხელმძ. სრული პროფესორი რ. მანველიძე) ჩატარდა და უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციები ბიზნესში". კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია.

        

16 აპრილი 2010 წელი
2010 წლის აპრილში გამოვიდა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიული დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მურმან გორგოშაძის ნაშრომი ,,სამართლის ფილოსოფიის საკითხები,“ ნაშრომში განხილულია სამართლის ფილოსოფიის საგნის, იური¬დიული ანთოპოლოგიის, სამართლის ანთროპული საფუძვლების, სამართ¬ლის ნიჰილიზმის, სამართლებრივი ცნობიერებისა და სამართლისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი.
ნაშრომი განკუთვნილია როგორც სამართალმცოდნეობის სპეცია¬ლობის სტუდენტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის.

15 აპრილი 2010 წელი
2010 წლის აპრილში გამოვიდა სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობის მაგისტრანტების გია ტუღუშისა და ნიკოლოზ მეგრელიშვილის ერთობლივი ნაშრომი სათაურით ,,საქართველოს კონსტიტუციის ზოგიერთი ფუძემდებლური პრინციპი და ადამიანის პირადი უფლებები,“ რომელშიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის ზოგიერთი ფუძემდებლური მუხლის ანალიზი.

15 აპრილი 2010 წელი
ჟურნალისტების სპეციალობის სტუდენტებმა აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპეტივებზე დებატები გამართეს, სადაც მოწვეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ დიასამიძე. დისკუსია გაიმართა ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების დადებით და უარყოფით მხარეებზე, ეკოლოგიური, სამთო, სამონადირეო და სპორტული ტურისტული სახეობების განვითარებაზე.

      

08 აპრილი 2010 წელი
ნატოს საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროში, “მე ვარ სტუდენტი” პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი ლექცია-სემინარი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით. ამჯერად სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა სტუდენტებს ესაუბრა თვითგამორკვევის პრობლემაზე თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო სამართალში. მსგავსი ლექცია-სემინარები კვლავ გაგრძელდება.

08 აპრილი 2010 წელი
ფაკულტეტის რესურსცენტრში, ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ეგიდით ნატო–ს კუთხე გაიხსნა. ფაკულტეტს გადაეცა შესაბამისი სახელმძღვანელოები და ბროშურები, კუთხის განახლება განხორციელდება ყოველთვიურად. ასევე აქვე იგეგმება ნატო–ს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ლექცია–სემინარების, დებატების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ჩატარება.

07 აპრილი 2010 წელი
გამოვიდა იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მასწავლებლის გივი აბაშიძის წიგნი ,,დამცველი სისხლის სამართლის პროცესში (წინასწარი გამოძიების და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე)”, თბილისი, 2010, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.

06 აპრილი 2010 წელი
გამოვიდა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომების კრებული ,,სოციალურ მეცნიერებათა საკითხები“ (რედაქტორი ასოც.პროფ. ირაკლი მანველიძე). მასში განხილულია საკითხები რომლებიც ეხება საერთაშორისო ურთიერთობების და მსოფლიო პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკა, გლობალიზაციის, დიპლომატიის, მენეჯმენტის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, რელიგიის,საზოგადოებრივი ურთიერთობების და ა.შ. აქტუალური საკითხები. გამოქვეყნებული სტატიები დაეხმარება სტუდენტებს და ახალგაზრდა დამწყებ მეცნიერებს საკვლევი პრობლემატიკის განსაზღვრსა და მათი სამეცნიერო არეალის გაფართოებაში. კრებული და მასში დაბეჭდილი სტატიები, არის სოლიდური სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს სამამულო მეცნიერების განვითარებაში.

05 აპრილი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა,ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს...სრულად »

26 მარტი 2010 წელი
ფოტო–ვიდეო სტუდია და სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს ფოტო–კონკურსს თემაზე: სტუდენტური ცხოვრება. პირველ ათეულში მოხვედრილი კონკურსანტები გაემგზავრებიან დავით–გარეჯში. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1ივნისი. გთხოვთ გამოაგზავნოთ სამი ნამუშევრის ელექტრონული ვერსია მისამართზე: photo-studia@list.ru

20 მარტი 2010 წელი
სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამული მიმართულების (ხელმძღ. ასოც. პროფ. ირაკლი მანველიძე) და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის (დირექტორი სრ. პროფ. მალხაზ მაცაბერიძე) ორგანიზებით გაიმართა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,ბრძოლა ბათუმისათვის”. კონფერენციის თემატიკა ეხებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამხორცილებული სამხედრო ინტერვენციის და ოკუპაციის სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას. მასში ასევე წარმოდგენილი იყო კავკასიის გეოპოლიტიკის აქტუალური პრობლემები....სრულად »

12 მარტი 2010 წელი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტთან არსებულმა ფოტო-ვიდეო სტუდიამ და სტუდენტურმა თვითმმართველობამ ერთობლივი პროექტების შედეგები წარმოადგინეს. საანგარიშო გამოფენაზე ფოტოებთან ერთად ნაჩვენები იყო ,,აჭარის ქრისტიანული ძეგლების“ სერიიდან ფილმები: ,,ხიხანი“ და ,,აიდიო“. დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციის შემდეგ ნამუშევრების განხილვა მოეწყო.

        

01 მარტი 2010 წელი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცდონეობის ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკას სტუმრობდა. დიპლომატმა კლინიკის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალ იურისტებს არჩეული პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბატონ ჯონ ბასის განცხადებით, იურიდიული კლინიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში...სრულად »

22 იანვარი 2010 წელი
ჩატარდა ამერიკელი ავტორების ა. ტომპსონი-უმცრ. და ა. სტრიკლენდი III-ის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ,,სტრატეგიული მენეჯმენტის“ წარდგინება, რომელიც რსუ-ს ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლების საფუძველზე გამოსცა. სახელმძღვანელოს მიზანია თანამედროვე, კონკურენტუნარიან მენეჯერთა მომზადება, რომელთაც შეეძლებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური რეალიზება...სრულად »



შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007

  გვერდი დამზადებულია ელდარ მსხალაძის მიერ